T-70 Blackhawk, სპეციალურად თურქეთისთვის
11:07:39     26-04-2011
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ამერიკული კომპანია Sikorsky – საგან 109 ვერტმფრენ T-70 Blackhawk – ის შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. შეთანხმების ფასი 3,5 მილიარდი დოლარია. თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კომპანიასთან კონტრაქტი კიდევ 600 ვერტმფრენის შეძენის შესახებ გაფორმდება. საბოლოო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მაინც მიღებული არ არის. მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ტექნიკურ დეტალებს აზუსტებენ.
T-70 მრავალმიზნობრივი ვერტმფრენის S-70 – ის სახეცვლილ ვერსიას წარმოადგენს და სპეციალურად თურქეთისთვისაა შექმნილი. ვერტმფრენს საათში 295 კილომეტრი სიჩქარის განვითარება შეუძლია, ხოლო ფრენის განხორციელება - 2,2, ათას კილომეტრზე.
T-70 – ზე განთავსება შეუძლია სრული აღჭურვილობის მქონე 11 მებრძოლს, ან 4 ტონამდე ტვირთს. ვერტმფრენი შეიძლება აღიჭურვოს სხვადასხვა სახის, კონტეინერებში განთავსებული შეიარაღებით, მართვადი და არამართვადი რაკეტებით, ქვემეხით და ტყვიამფრქვევით.