ხბოს ხორცი იტალიურად
11:03:34     26-04-2011
მასალა: ხბოს ხორცი – 700 გრამი, კვერცხი – 3 ცალი, გახეხილი, მაგარი ყველი – 60 გრამი, შაქარი – 1 სუფრის კოვზი, კარაქი – 40 გრამი, ლიმონი – ერთი ცალი, მარილი, მწვანილი – გემოვნებით.
კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ ყველი და შაქარი. ხბოს ხორცი დავჭრათ, ძვლები მოვაშოროთ და დავბეგვოთ. მოვაყაროთ მარილი, ამოვავლოთ კვერცხის, შაქრის და ყველის ნარევში და ორივე მხრიდან შევწვათ ცხიმში. სუფრაზე მიტანისას, მოვასხათ ლიმონის წვენი და გავაფორმოთ ლიმონის ნაჭრებით და მწვანილით. გარნირად შეგვიძლია გამოვიყენოთ მაკარონი ან კარტოფილი.