ცნობილი ხდება ჯავახიშვილზე ჩაცხრილული ახალგაზრდის ვინაობა
12:09:37     04-05-2017
ჯავახიშვილის ქუჩაზე, საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილული ახალგაზრდა, 26 წლის გიორგი შარაშენიძეა. ის გუშინ ღამე, სახლთან ახლოს, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მანქანაში მოკლეს.
სავარაუდოდ, შარაშენიძეს მკვლელი სახლთან ელოდებოდა, მის მანქანას გზა გადაუჭრა და ავტომატიდან რამდენჯერმე ესროლა.
თვითმხილველის თქმით, ევჭვმიტანილმა 4-ჯერ გაისროლა.
მძიმედ დაჭრილი შარაშენიძე კი, შველას ითხოვდა. გიორგი საავადმყოფოში შემთხვევითმა გამვლელმა წაიყვანა, თუმცა, ექიმების თქმით, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის. გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.
პოლიცია მკვლელობის მოტივის შესახებ არ საუბრობს.