ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი დააკავეს

  09:23:41     02-05-2017

ზუგდიდში, სამართალდამცველებმა ადგილობრივი საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა დააკავეს და საპატრულო პოლიციის სამხარეო სამმართველოს დეპარტამენტის შენობაში შეიყვანეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქმე ეხება ნარკოტიკის შენახვა-შეძენის ფაქტს. მიქავა ნარკოლოგიურ შემოწმებასაც გადის.

მომხდარზე ოფიციალური უწყებები კომენტარს არ აკეთებენ.