რუსულ არმიაში კორუფციულმა დანაშაულებებმა იმატა

  11:39:58     23-04-2011

მატერიალურმა ზარალმა რუსეთში, რომელიც 2011 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფოს, სამხედროთა კორუფციული დანაშაულებების შედეგად მიადგა, 176 მილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები ავრცელებენ.

მათი თქმით, 2010 წელს, რუსულმა სამხედრო ტრიბუნალმა 16 სისხლის სამართლის საქმე მაღალჩინოსანი ოფიცრების წინააღმდეგ აღძრა, რომელნიც კორუფციულ დანაშაულებებში იმხილებიან. 2011 წელს ასეთი დანაშაულების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ამ დროისათვის, გამოძიება 11 ოფიცრის საქმეზე მიმდინარეობს.

 

როგორც ირკვევა, კორუფციული დანაშაულებების 87 პროცენტი 2011 წლის პირველ სამ თვეშია დარეგისტრირებული. დანაშაულების ნაწილი სამხედროების მიერაა ჩადენილი, ნაწილი კი სამხედრო ბაზებზე მომსახურე სამოქალაქო პერსონალის მიერ. მათგან 46 პროცენტი სასაზღვრო სამსახურზე მოდის, 45 % კი – რუსეთის ფედერაციის შინაგან ჯარზე.