ნინო ანანიაშვილს იაპონიის იმპერატორის ჯილდო მიენიჭა
11:15:00     01-05-2017
ნინო ანანიაშვილი იაპონიის იმპერატორის ჯილდოს 2017 წლის გაზაფხულის ლაურეატია. ქართველი პრიმა ბალერინა ლენტით - "ამომავალი მზისა და ოქროს სხივები" დამშვენებული ორდენით დაჯილდოვდა, იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურულ ურთიერთობებში ხანგრძლივი და მრავალფეროვანი მოღვაწეობის და იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ნინო ანანიაშვილს ჯილდოს ოფიციალურად 6 თვის შემდეგ გადასცემენ.
ამ ორდენის კავალერი 2011 წელს 86 წლის მაია პლისეცკაია გახდა.
ჯილდო 1875 წელს დაწესდა, დღევანდელი სისტემა - 1964 წელს.
არის 2 ჯილდო - "ამომავალი მზის ორდენი" და "წმინდა საგანძურის ორდენი". არაიაპონელი "ამომავალი მზის ორდენით" ჯილდოვდება.
წელს 105 არაიაპონელიდან 34 დაჯილდოვდა.