ტრავოლტა და თურმანი ახალ ფილმში

  11:23:55     23-04-2011

ჯონ ტრავოლტას და უმა თურმანს ოლივერ სთოუნის ახალ ფილმში  “Savages” როლები შესთავაზეს. საიტ “დედლაინის” ინფორმაციით, კინოსურათი ამერიკელი ავტორის დონ უინსლოუს ამავე სახელწოდების რომანზე იქნება დაფუძნებული.

წიგნის მთავარი გმირები მეგობრები, მარიხუანას მომხმარებლები და გამსაღებლები, ბენი და ჩონი არიან. მნიშვნელოვანი პერსონაჟია ასევე მათი მეგობარი გოგონა, სახელად ოფელია. სიუჟეტის მიხედვით, მეგობრები ნაკომოვაჭრეებთან კონფლიქტში შედიან, რის შემდეგაც ბენის და ჩონის კონკურენტები გოგონას მოიტაცებენ.

 

ოფელიას როლს ბლეიქ ლაივლი შეასრულებს. უმა თურმანი გოგონას დედა იქნება, ხოლო ჯონ ტრავოლტა ნარკოტიკების გამსაღებლებთან მებრძოლი აგენტი. ფილმში მთავარ როლებზე აირონ ჯონსონი და ტეილონ კიტჩი დაამტკიცეს. სთოუნის კინოსურათი ეკრანებზე 2012 წელს გამოვა.