ჭარხალი შინდის საწებლით
11:15:44     23-04-2011
მასალა: ჭარხალი – 500 გრამი, შინდი – 2 ჩაის ჭიქა, ხახვი – 1 თავი, ხმელი ქინძი – 1 ჩაის კოვზი, შაქრის ფხვნილი – ნახევარი ჩაის ჭიქა, ოხრახუში, წიწაკა და მარილი – გემოვნებით.
შინდი გავრეცხოთ და ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და ვხარშოთ 10 წუთს. მოხარშული შინდი ნახარშთან ერთად გადავიტანოთ საწურზე და გავხეხოთ. შევურიოთ შაქრის ფხვნილი, დანაყილი ხმელი ქინძი, წიწაკა და მარილი. ჭარხალი გავრეცხოთ, შევაშროთ და შევწვათ. შემწვარ ჭარხალს მოვაცილოთ კანი, დავჭრათ სასურველი ფორმის ნაჭრებად, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მოვასხათ შინდის საწებელი, ავურიოთ და ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.