უაქციზო სიგარეტის რეალიზებისთვის ერთი პირი დააკავეს

  11:14:15     27-04-2017

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, ახალქალაქში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ინახავდა დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებრებულ უაქციზო სიგარეტს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4 - დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.