ჩრდილოეთ კორეა, ტრამპის სტრატეგიის ფარგლებში, მკაცრი სანქციების წინაშე დგას

  10:49:44     27-04-2017

აშშ-მ  ჩრდილოეთ კორეაზე სანქციების დაწესება დაიწყო. ამით მათ  დიპლომატიური ნაბიჯები გადადგეს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების დასრულებას.

დონალდ ტრამპმა სპეციალურ ბრიფინგზე 100 ამერიკელი სენატორისთვის  საკუთარი სტრატეგია გამოაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით,  ჩრდილოეთი გეგმავს ახალი იარაღის დატესტვას, აღნიშნულმა ფაქტმა კი დაძაბულობა და შიში გამოიწვია.
 "შეერთებული შტატები კორეის ნახევარკუნძულის სტაბილურობას და მშვიდობას  ითხოვს", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა.

მიზნის მისაღწევად  ისინი ღიაა მოლაპარაკებებს იწყებენ, ასევე  მზადყოფნას გამოხატავენ საკუთარი თავისა  და მათი  მოკავშირეების დასაცავად.

„პრეზიდენტის მიდგომა მიზნად ისახავს ჩრდილოეთ კორეის ზეწოლას ბირთვული, ბალისტიკური რაკეტისა და სახვადასხვა პროგრამების დანერგვას ეკონომიკური სანქციების გამკაცრების გზით, რაც მათი მოკავშირეებისა და რეგიონალური პარტნიორების დიპლომატიური ღონისძიებების გატარებით უნდა მოხერხდეს", - ნათქვამია განცხადებაში.

„ამერიკელები ღრმად არიან შეშფოთებული ჩრდილოეთ კორეის იარაღის ტექნოლოგიაზე მიღწეული პროგრესის შესახებ, მათი აზრით, შესაძლოა, აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის პირველი ვადის დასრულებამდე, ბირთვული იარაღის გამოყენებით შეერთებული შტატებს დარტყმის შესაძლებლობა ჰქონდეს, ტრამპის გეგმის მთავარი ნაწილია, ჩინეთზე მოახდინოს გავლენა შედარებით მძლავრი ბირთვული იარაღის გამოყენებით“, -ამის შესახ განცხადებას ვაშინგტონში აკეთებენ.

თეთრი სახლის წარმომადგენელების განაცხადებით, მოსაზრებად გათვალისწინებულია ჩრდილოეთ კორეის  სახელმწიფო დეპარტამენტის იმ ქვეყნების სიაში დაბრუნება, რომლებიც ტერორიზმის სპონსორობას ითვალისწინებენ. ჩრდილოეთ კორეის მთავრობის ქონება ამერიკაში გაყინულია შესაბამისად   აშშ-ს ექსპორტს საფრთხეს უქმნის.

რამდენი წლის წინ,აშშ-ს წყნარი ოკეანის სარდლობის ხელმძღვანელმა, ადმირალმა ჰარი ჰარისმა განაცხადა, რომ ამერიკა მზად იქნება "საუკეთესო ტექნოლოგიით" დაამარცხოს ნებისმიერი სარაკეტო საფრთხე.