სოკოს რულეტი
11:13:27     23-04-2011
მოხარშული სოკო დავჭრათ წვრილად. მოვშუშოთ ზეთში, წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად. დავამატოთ მარილი და შავი პილპილი. ცომი (უმჯობესია, გამოვიყენოთ ზეთით მოზელილი ცომი) გავაბრტყელოთ, დავფაროთ წინასწარ მომზადებული სოკოთი და გადავახვიოთ. დავაწყოთ ზეთწასმულ ტაფაზე და გამოვაცხოთ ქურაში.