გერმანიაში ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა შემცირდა
11:50:21     26-04-2017
2016 წლის სტატისტიკის მიხედვით, საქართველო ბოლო წლების განმავლობაში პირველად აღარ მოხვდა იმ 25 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებიც გერმანიაში ყველაზე მეტ დანაშაულს ჩადიოდნენ. ამის შესახებ საუბარია გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკის ანგარიშში.
ამ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ანგარიშს წელიწადში ერთხელ აქვეყნებს, რომელშიც მოცემულია პოლიციის მიერ აღრიცხული დანაშაული 16-ივე ფედერალურ მიწაზე. 2016 წელს რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 6 მილიონს აღწევს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით სტატისტიკაში დადებითი ტენდენცია გამოიკვეთა, გერმანიის პოლიციამ გასულ წელს ქართველების მიერ ჩადენილი კანონდარღვევის 6 000 ფაქტი აღრიცხა. - იუწყება "საზოგადოებრივი მაუწყებელი."