72 წლის მსახიობი თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს

  18:49:22     21-04-2017

72 წლის მსახიობი თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. მსახიობის ნუნუ ზაკალაშვილის ცხედარი ახლობლებმა გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში აღმოაჩინეს. მოკლულს ციცი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

ინფორმაციას ტელეკომპანია "იბერია" ავრცელებს,

სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს სავარაუდო დამნაშავე, რომელსაც მსახიობ ნუნუ ზაკალაშვილის მკვლელობაში ედება ბრალი. ის გარდაცვლილის მეზობელია.

მომდინარეობს გამოძიება.