გიორგი ხაბელაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა
15:59:28     21-04-2017
გიორგი ხაბელაშვილს დედა-შვილის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლემ განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებულიც ესწრებოდა.
ნაფიცმა მსაჯულებმა ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი დამნაშავედ გუშინ ცნეს. 12 ნაფიცი მსაჯული გადაწყვეტილების მისაღებად 5 საათის განმავლობაში მსჯელობდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი პირველ ოთხ საათში ერთხმად ვერ გამოიტანეს და დამატებითი რვა საათის უფლებით ისარგებლეს.
ბრალდება ხაბელაშვილს 2016 წლის 22 თებერვალს თბილისში, ზემო ფონიჭალაში ნონა რომანიძის და მისი მცირეწლოვანი შვილის, მარიამ მამფორიას სასტიკ მკვლელობაში ადანაშაულებს.
ნონა რომანაძე და მისი 3 წლის შვილი მარიამ მამფორია 2016 წლის 22 თებერვალს ფონიჭალაში საკუთარ სახლში მოკლეს. კვალის დაფარვის მიზნით კი სახლში ხანძარი გააჩინეს.
ხაბელაშვილი 25 ივლისს დააკავეს. ის პოლიციის მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობდა.