დედა-შვილის სასტიკი მკვლელობის საქმე - გიორგი ხაბელაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

  23:44:17     20-04-2017

10 2-ის წინააღმდეგ - ვერდიქტი გამოტანილია. ფონიჭალაში დედა-შვილის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.

ინფორმაციას ამ წუთებში "რუსთავი 2" ავრცელებს.

სასამართლო საბოლოო გადაწყვტილებას საქმეზე ხვალ გამოიტანს. 

როგორც ცნობილია, ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი წარდგენილ ბრალდებას უარყოფს. 

დედა-შვილის სასტიკი მკვლელობა ფონიჭალაში 2016 წლის თებერვალში მოხდა. ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.