პარლამენტის ყოფილი წევრის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

  09:32:41     18-04-2017

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ვასილ დავითაშვილის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ბარალდებული თელავის რაიონის სოფელ კისისხევში დააკავეს. უწყების ცნობით, მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
დაკავებულს პირადი ჩხრეკისას მაკაროვის ტიპის პისტოლეტი აღმოაჩნდა.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვასილ დავითაშვილი საკუთარი სახლის ეზოში დაჭრეს. 

დავითაშვილს ჭრილობები ფეხის არეში აქვს მიყენებული. ის თელავის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებით დაიწყო.