ქუთაისის ცენტრში სროლა იყო
00:47:36     18-04-2017
დაახლოებით ერთი საათის წინ გასროლა მოხდა ქუთაისის ცენტრში, პუშკინის ქუჩაზე. ადგილზე ამ წუთებშიც მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები.
ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
მოქალაქის განცხადებით, მეზობელმა მისი სახლის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. მისივე თქმით, კონფლიქტი მეზობლებს შორის წლების წინ დაიწყო, მიზეზი კი 1999 წელს მისი ბინის ქურდობა გახდა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ცხელ კვალზე დადგენილია ბრალდებულის ვინაობა და მის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 236-ე მუხლი).