როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხი?
11:08:34     22-04-2011
აღდგომა ყველა ქრისტიანისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია, სააღდგომო კვერცხის მოხარშვის ტრადიცია კი ყველა ქრისტიანის ოჯახში სრულდება.
არსებობს კვერცხის შეღებვის სხვადასხვა მეთოდები. საუკეთესო საშუალებაა ენდრო.
ერთი შეკვრა ენდრო კარგად გარეცხეთ, დაჩეჩქვეთ, დაასხით 1-1,5 ლიტრი წყალი, ჩაყარეთ 2-3 ხახვის გარეთა ფურცელი, 1 ჩაის კოვზი მარილი, დადგით ცეცხლზე და 15-20 წუთი ადუღეთ.
კარგად რომ გაცივდება, ჩააწყვეთ 20 კვერცხი (თუ ბევრს ერთად მოხარშავთ, კარგად არ შეიღებება და შეიძლება დასკდეს კიდევაც). თუ წყალმა კვერცხი ვერ დაფარა, ჩაამატეთ, რამდენიც საჭიროა და 20-25 წუთი ხარშეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ, ცივ წყალში გადააწყვეთ და ათიოდე წუთი დატოვეთ (ასე გაციებული კვერცხი ადვილად გაიფცქვნება).