თელავში ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი დაჭრა
12:39:49     13-04-2017
თელავში, კირილეს ქუჩაზე ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი დაჭრა. შემთხვევა , წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
26 წლის ქალს მუცლის არეში შემავალი რამდენიმე ჭრილობა აღენიშნება. დაზარალებული მკურნალობას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის.
ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
38 წლის მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარზე საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.