გურჯანში ახალგაზრდა ქალი მოიტაცეს, რომლის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

  15:58:08     12-04-2017

გურჯაანში ახალგაზრდა ქალი მოიტაცეს. პოლიციაში შესული შეტყობინების მიხედვით, 24 წლის ქალი ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, - ინფორმაციას „ტელეიმედი“ ავრცელებს. 

მოტაცებული გოგონას ადგილსამყოფელი პოლიციისთვის ამ დრომდე უცნობია. 

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო. დანაშაული სასჯელის სახით შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.