გიორგი მარგველაშვილმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა

  12:50:44     12-04-2017

საქართველოს პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 62 დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 29-ს კი სასჯელი შეუმცირდა. 

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის ოთხი ქალია, აქედან სამი დღესვე დატოვებს საპატიმროს, ხოლო ერთს კი სასჯელი შეუმცირდა. შეწყალების კომისიამ   სულ 579 პირის საქმე განიხილა.