ორთაჭალაში მამამ 24 წლის შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

  08:09:16     11-04-2017

თბილისში, ორთაჭალში, ბერძენის ქუჩაზე მამამ 24 წლის შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევა  შამოევების ოჯახში მოხდა. 

მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა ოჯახის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ მამაკაცმა საკუთარი შვილი შელაპარაკების გამო გაიმეტა.

მამა სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს, ცხედარი კი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ადგილზე გვიანობამდე მუშაობდენ კრიმინალისტები.

გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.