უჩა ძოძუაშვილი "დელტას" ხელმძღვანელის თანამდებობაზე აღადგინეს
15:59:48     10-04-2017
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" ხელმძღვანელის თანამდებობაზე უჩა ძოძუაშვილი აღადგინეს.
ამის შესახენ ინფორმაციას "ბიზნესკონტრაქტი" ავრცელებს.
გასული წლის მაისში, კახეთში მოსული სეტყვის დროს, დელტას სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გაუმართავობასთან დაკავშირებით, დელტას გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, თინა ხიდაშელის ბრძანებით გადააყენეს. მოგვიანებით ძოძუაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის ეს ბრალდება აბსურდულია.
თავდაცვის სამინისტრომ ამ საკითხზე მოკვლევა ჩაატარა და მაშინ განაცხადეს, რომ თუ საქმეში დელტას ბრალეულობა არ გამოიკვეთებოდა, ძოძუაშვილს აღადგენდნენ.