„ცოლი მოკლა და შემდეგ მის მოსაკლავად წავიდა" - საზარელი მკვლელობის დეტალები
23:25:37     09-04-2017
ასპინძაში ქმარმა 27 წლის ცოლს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენა. შემდეგ კი იმ პიროვნების მამა დაჭრა, ვისზეც ეჭვიანობდა.
„ცოლი მოკლა და შემდეგ მის მოსაკლავად წავიდა, მაგრამ ბიჭი სახლში არ დახვდა და 65 წლის მამა დაჭრა“, – ამბობენ ადგილობრივები.
მათივე თქმით, ოჯახში ცოლ–ქმარს შორის ჩხუბი ხშირად ხდებოდა და რამდენიმე თვის წინ, დაშორებულებიც იყვნენ.
შინაგანსაქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცი, რომელმაც მკველელობა ჩაიდინა სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე და 11–108 –ე მუხლით მიმდინარეობს , რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ოჯახში განზრახ ჩადენილ დანაშაულს გულისხმობს.
რაც შეეხება დაჭრილს 65 წლამდე მამაკაცს, ჭრილობა ბლაგვი საგნით, თავის არეში აქვს მიყენებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილი თბილისის ერთერთ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს.
ამ ინფორმაციას უფლებადამცველი ბაია პატარაია ასე გამოეხმაურა:
"რატომ იწყებთ ასეთ ფემიციდის ნიუსებს იმით, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს ქალი? ეჭვიანობა კი არ არის მიზეზი, ნამდვილი მიზეზი ის არის, რომ ქალებს ადამიანებად არ თვლიან და სიკვდილით სჯიან კაცები. ფემიციდი გენდერული ნიშნით ჩადენილი და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულია!" - წერს ბაია.