ფრანგული მოიერიშეები მალტაზე

  10:51:31     21-04-2011

ორმა ფრანგულმა მოიერიშემ “მირაჟმა”, რომელიც ლიბიაში, ნატოს ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას, მალტაზე ექსტრემალური დაშვება განახორციელა. ამის შესახებ სააგენტო “ფრანს პრესი” იუწყება.

 

სააგენტოს ინფორმაციით, თვითმფრინავის პილოტებმა აეროპორტში დაშვების ნებართვა იმის გამო ითხოვეს, რომ მათ საწვავი გაუთავდათ. დედამიწაზე კი ადგილობრივ ხელისუფლებას მოიერიშეების საწვავი მასალით შევსება სთხოვეს. რა გახდა თვითმფრინავების ამ პრობლემის მიზეზი, ამ დრომდე არ ხმაურდება.

 

საფრანგეთი, კოალიციის ერთერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა. მისი სამხედრო-საჰაერო ძალები ლიბიის არასაფრენ ზონას აკონტროლებს და მუამარ კადაფის საბრძოლო შენაერთებს ბომბავს. პარიზმა ბენღაზის ეროვნული საბჭო უკვე აღიარა ერთადერთ კანონიერ ხელისუფლებად ლიბიაში. ამიტომ ფრაგების თვალსაზრისით, კადაფის ჯარები არაკანონიერ შეიარაღებულ ფორმირებებად მიიჩნევა, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს.

 

ლიბიაზე საჰაერო თავდასხმის დროს, კოალიციამ ერთი თვითმფრინავი დაკარგა. ამერიკული “ეფ-15” ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა. პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს. ისინი მაშველებმა ბაზაზე დააბრუნეს.