უკრაინის არმია შეიარაღებას აუმჯობესებს
10:47:12     21-04-2011
უკრაინამ შეიარაღებაში ახალი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი “სტუნგა-პე” მიიღო. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზშია ნათქვამი, რომელიც ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა.
ცნობილია, რომ 2010 წლის ოქტომბერში უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ კიევის საკონსტრუქტორო ბიურო “ლუჩს” 10 ახალი კომპლექსი გამოსაცდელად შეუკვეთა, რომელთა საბოლოო ჩაბარების ვადა 2011 წლის ბოლოს გადის. “სტუნგა-პე”-ს შეუძლია გასროლა 100 მეტრიდან 4 კილომეტრამდე მანძილზე განახორციელოს.
უკრაინული მედიის ცნობით, “სტუნგა-პე”-ს კომპლექსის მართვადი რაკეტები რაკეტა “სტუნგას” ბაზაზეა შექმნილი. ასეთი რაკეტები 100-დან 150 მილიმეტრამდე კალიბრისაა და 800 მილიმეტრამდე სისქის ჯავშნის გახვრეტა შეუძლია.