იოსებიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
09:07:38     06-04-2017
წუხელ თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს რამდენჯერმე ესროლეს.
დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია გაუკეთეს. მას გულმკერდის არეში ორი ჭრილობა აქვს მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.