კარტოფილი პომიდვრის პიურეთი
10:42:11     21-04-2011
მასალა: კარტოფილი – 1 კგ, ხახვი – 4 თავი, პომიდვრის პასტა – 2-3 სუფრის კოვზი, ზეთი – 4 სუფრის კოვზი, წიწაკა, კამა, ოხრახუში და მარილი – გემოვნებით.
დაჭრილი ხახვი მოვათავსოთ ზეთმოსხმულ ქვაბში, დავამატოთ გათლილი და მრგვლად დაჭრილი კარტოფილი, დანაყილი წიწაკა, მარილი, წყალში გახსნილი პომიდვრის პასტა და მოვშუშოთ. მზა კერძს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი (ოხრახუში, კამა). გავაფორმოთ მწვანილის ღეროთი.