რატომ დააკავეს განმუხურის დასუფთავების უფროსი?

  18:52:34     04-04-2017

ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურის დასუფთავების სამსახურის უფროსი რობერტ ქებურია დააკავეს. ის იმ დროს დააკავეს, როდესაც ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დასუფთავების სამსახურის უფროსთან ერთად დააკავეს მისი ცოლის ძმა. ამ უკანასკნელს თან 70 აბი სუბოტექსი ჰქონდა.

დასუფთავების სამსახურის უფროსი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.