ჩიკაგოში 14 წლის მოზარდმა დანაშაული facebook live-ში ჩაიდინა

  16:26:48     04-04-2017

ჩიკაგოში 14 წლის ბიჭმა 15 წლის გოგონა Facebook live-ში გააუპატიურა. ძალადობას პირდაპირ ეთერში 40-მდე  ადამიანი უყურებდა.
პოლიციის თქმით, დანაშაულის ჩადენის საქმე facebook live-ით  პირველი შემთხვევა იყო. ისინი  საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ მსგავსი ან ნებისმიერი სხვა სახის დანაშაულის ჩადენის პროცესის პირდაპირ ეთერში ნახვის ნაცვლად, სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ შეატყობინონ.
მომხდარი ფაქტის გამო მსხვერპლის ოჯახის წევრებმა ქალაქი დატოვეს.
ჩიკაგოს პოლიციის განცხადებით, ისინი კიდევ ერთი პირის დაკავებას აპირებენ, თუმცა მათი ვინაობის გამხელისგან, ასაკის გამო, თავს იკავებენ.