2 ბოთლ ლუდში გამორთმეული 4 000-მდე ლარი - დაკავებულია კლუბის დაცვის თანამშრომელი
09:23:16     03-04-2017
ლესელიძეზე მდებარე ერთ-ერთი ღამის კლუბის დაცვის თანამშრომელი დაკავებულია. ძარცვის მუხლით გამოძიების დაწყების მიზეზი ტურისტების განცხადება გახდა. მათი მტკიცებით, 2 ბოთლ ლუდში კლუბში მათ 4 ათას ლარამდე თანხა გადაახდევინეს.
დაკავებული თანამშრომლის ადვოკატის ინფორმაციით, წაყენებულ ბრალდებას მისი დაცვის ქვეშ მყოფი უარყოფს.
გვიან ღამემდე გაგრძელდა ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს პირველ განყოფილებაში 3 დაზარალებული ინდოელი ტურისტის დაკითხვა. გაიმართა ამოცნობის პროცედურა. სავარაუდოდ, გამოიკითხნენ ობიექტში დასაქმებული სხვა პირებიც.
ინდოელი ტურისტები დაწყებული გამოძიებით კმაყოფილნი არიან.