დიდუბეში ორი მამაკაცი დაჭრეს
09:10:43     03-04-2017
თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე წუხელ ორი მამაკაცი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, ჭრილობები მათ ცივი იარაღით ჰქონდათ მიყენებული.
სასწრაფო დამხმარების ბრიგადამ დაჭრილები ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა, თუმცა მსუბუქი დაზიანებების გამო ექიმებმა ისინი მალევე გაწერეს.
საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული. გამოძიება 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.