დიდუბეში შუახნის მამაკაცი დაჭრეს

  00:14:49     03-04-2017

თბილისში, დიდუბის რაიონში, ბაგრატიონის ქუჩაზე შუახნის მამაკაცი დაჭრეს. 

თვითმხილველის ინფორმაციით, მამაკაცი სავარაუდოდ ცივი იარაღით დაჭრეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიციის მანქანები. დაჭრილი, სავარაუდოდ, საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.