ფრანგმა მხატვარმა წიწილების „გამოჩეკვა“ გადაწყვიტა

  15:35:25     31-03-2017

BBC-ის ცნობით ფრანმმა მხატვარმა, აბრამ პუანშევალმა პარიზის ხელოვნების მუზეუმში Palais de Tokyo-ში სპეციალურად შემინულ ვიტრინაში ქათმის კვერცხებიდან წიწილების "გამოჩეკვა" გადაწყვიტა.

მხატვრის თქმით, მას აინტერესებს თუ რას გრძნობს ფრინველი კრუხობის დროს. ამისთვის მას 21-დან 26 დღემდე დასჭირდება. 44 წლის მხატვარმა თავის პერფომანსს კვერცხი (Oeuf) უწოდა.

პაბრამი შემინულ ვიტრინაში, ათ კვერცხს ჩაღრმავებულ სკამზე აზის, მას მაღალი ტემპერატურის შესანარჩუნებლად პლედი აქვს შემოხვეული, საათში ერთხელ შეუძლია ნახევარი საათი შეისვენოს. მხატვრისთვის სპეციალური დიეტა შემუშავდა ჯანჯაფილის მაღალი შემცველობით.