კანის კინოფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმები
13:32:42     20-04-2011
კანის 64-ე კინოფესტივალის ხელმძღვანელობამ 10 მოკლემეტრაჟიანი ფილმი დაასახელა, რომელიც ფესტივალზე “საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის” ნომინაციაზე იქნება წარდგენილი. ამის შესახებ ფესტივალის კომუნიკეშია ნათქვამი.
კანის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს 11-დან 22 მაისამდე გაიმართება. მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსზეა წარდგენილია შემდეგი კინოსურათები: სამხრეთკორეელი რეჟისორის, მა დაჩის ფილმი “Ghost”, ბელგიელი ვანესა დესტოპის “Badpakje 46”, არგინტინელი ვლადიმერ დურანის “Soy tan feliz” ავსტრალიელი ნეშ ეჯდტონის “Bear”, ნორვეგიელი ლიზ მარი გემლემის “Kjottsar” და სხვა.
ყველაზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ნომინაციაზეა წარდგენილი, წლევანდელ ფესტივალზე ავსტრალიური კინოსურათი გახდა, რომელიც სულ რვა წუთი გრძელდება. მინიმალური ზღვარი ასეთი ფილმებისთვის 15 წუთია. გასულ წელს, კანის კონოფესტივალის გამარჯვებული ამ ნომინაციაში ფრანგი რეჟისორის სერჟ ავედიკიანის ანიმაციური ფილმი გახდა.