ინტერნეტში "სამეფო კარის თამაშების" მეშვიდე სეზონის ვიდეორგოლი გამოჩნდა

  12:24:41     31-03-2017

ინტერნეტში სერიალის "სამეფო კარის თამაშების" მეშვიდე სეზონის ვიდეორგოლი გამოჩნდა. ტრეილერში სერიალის მთავარი პერსონაჟები ჯონ სნოუ, დაინერის ტარგარიენი და სერსეი ლენინსტერი ბრიტანული როკჯგუფის James-ის კლიპის Sit Down-ის ფონზე ჩნდებიან. სერიალის მეშვიდე სეზონის პრემიერა 16 ივლისს შედგება. 
ამერიკული ფენტეზი და დრამატული სატელევიზიო სერიალი,  დევიდ ბენიოფისა და დ.ბ. ვაისის მიერ მომზადდა. იგი ეფუძნება „ყინულისა და ცეცხლის სიმღერას“, ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინის ფენტეზი-რომანების სერიას, რომლის პირველ წიგნს ეწოდება „სატახტოთა თამაში“.


სერიალს  აქტიური თაყვანისმცემლები ჰყავს. კრიტიკოსებისგან მან აღიარება დაიმსახურა. სერიალს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო თუ ნომინაცია. მათ შორის არის „ემის პრაიმტაიმ ჯილდო გამორჩეული დრამატული სერიალისთვის“, ოქროს გლობუსი საუკეთესო დრამატული ტელესერიალისთვის, ჰუგოს ჯილდო საუკეთესო დრამატული დადგმისთვის და პიბოდის ჯილდო.