მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

  11:38:09     31-03-2017

თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ასევე კომპანია „დექსუსის“ დამფუძნებელს ივანე ცაგურიას ბრალი ედებათ თაღლითობასა და თანხების მითვისებაში. გამოძიების ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა ამხანაგობა"თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარი მიითვისეს.
რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. ის ბადრაგმა მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გაიყვანა. 

მაია რჩეულიშვილი პროცესს დღეს ვერ დაესწრო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მას გულზე უნდა გაუკეთდეს ოპერაცია.