მონიკა ბელუჩი ანჯეი ვაიდას ფილმში

  13:21:33     20-04-2011

მონიკა ბელუჩი ანჯეი ვაიდას ახალ ფილმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ლეხ ვალენსას ეძღვნება. ამის შესახებ “thenews.pl” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

 

კინოვარსკვლავი ფილმში იტალიელი ჟურნალისტის, ირიანა ფალაჩის როლს შეასრულებს, რომელმაც სხვადასხვა დროს ისეთი ცნობილი პიროვნებებისაგან აიღო ინტერვიუები, როგორებიც არიან მუამარ კადაფი, ფედერიკო ფელინი, იასირ არაფატი, ინდირა განდი და სხვები. გასული წლის 80-იან წლებში ფალაჩიმ ინტერვიუ ვალენსასთან ჩაწერა. სწორედ ეს ეპიზოდი შევა ფილმში.

 

მსახიობი პოლონეთში უახლოეს პერიოდში ჩავა. იგეგმება, რომ ბელუჩის ეპიზოდის გადაღება ორ დღეს გაგრძელდება. ფილმის მთავარი როლის შემსრულებლის ვინაობა, ჯერჯერბით, ცნობილი არ არის.

 

პოლონური გამოცემის ინფორმაციით, ანჯეი ვაიდა ამ ფილმში მონაწილეობისათვის მოლაპარაკებებს სხვა ცნობილ მსახიობებთანაც აწარმოებს. მაგალითად, რეჟისორს სურს, რომ მარგარეტ ტეტჩერის როლზე მერილ სტრიპი იხილოს. სტრიპს ცნობილია, რომ სწორედ ახლა იღებენ ფილმში “რკინის ლედი” სადაც ის ზუსტად მარგარეტ ტეტჩერის როლს ასრულებს.