თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

  14:09:08     30-03-2017

თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცი  დანით დაჭრეს. 30 წლამდე ასაკის მამაკაცს ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები მუცლისა და მხრის მიდამოში აქვს. შემთხვევა ღამის საათებში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოხდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ინგოროყვას სახელობის  საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.