ქრთამის აღების ფაქტზე ტყის მცველია დაკავებული
11:50:20     30-03-2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის - ბორჯომის სატყეო უბნის ტყის მცველი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, მის სამოქმედო არეალში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სატყეო უბანზე, უკანონოდ უნდა მოეჭრა დიდი ოდენობით ხის სამასალე მორები და ქრთამის სანაცვლოდ, თავადვე გამოეტანა და გადაეცა ერთ-ერთი მოქალაქისთვის.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 - ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.