ბრიტანელი სამხედრო მრჩევლები ამბოხებულებისთვის
13:07:44     20-04-2011
დიდი ბრიტანეთი თავის დიპლომატიურ მისიას ბენღაზიში გამოცდილი სამხედრო მრჩევლებით შეავსებს. ამის შესახებ საინფორმაციო საშუალებები დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყებიან.
დამატებითი პერსონალი ეროვნულ გარდამავალ საბჭოს კონსულტაციას გაუწევს, როგორ დაიცვას უკეთ მშვიდობიანი მოსახლეობა და რა მეთოდებით მოახდინონ ეფექტური შეიარაღებული ძალების ფორმირება, საკომუნიკაციო და ლოჯისტიკის სისტემის, სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის ორგანიზება.
ამას გარდა, საგარეო პოლიტიკის უწყებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანელი სამხედრო მრჩევლები ამბოხებულების შეიარაღებას და მათ მომზადებას ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ერთგული ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად არ აპირებენ.