საქართველოში უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს
02:33:26     29-03-2017
საქართველოში უკრაინის ნავთობისა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე იგორ კირიუშინი 25 მარტს დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენპროკურორ იური ლუცენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„Гмадлобт мегобребі!“ - ამ სიტყვებით გამოხატავს იური ლუცენკო მადლიერებას ქართველი კოლეგების მიმართ.
ლუცენკოს განმარტებით, კირიუშინს იანუკოვიჩის დანაშაულებრივ საქმიანობაში თანამონაწილეობა ბრალდება.
„საქართველოს თემიდამ მიიღო გადაწყვეტილება, 90 დღის განმავლობაში ის დროებით იყოს დაკავებული, რათა მისი უკრაინაში ექსტრადირების საკითხი გადაწყდეს“, - წერს გენპროკურორი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.