"გააზიარეთ თუ გიყვართ ქართული ცეკვა! ამის უკან დგას რუსეთის ფედერაცია"

  01:54:18     29-03-2017

ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი ქართული ცეკვების დამახინჯება-მითვისებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს: 

"გააზიარეთ თუ გიყვართ ცეკვა! 
აფერისტები, მევახშეები,ურჯულოები ნუ გაიზიარებთ თუ გინდათ.... ჩირგვებში რომ ხართ ჩამალულები და თავი "ბალანჩინები" გგონიათ გამოეხმაურეთ და გააზიარეთ!
ერთი რამ დაიმახსოვრეთ ხალხნო! სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, დაიმახსოვრეთ, სამხრეთ კი არა ჩრდილოეთიც კი არ არსებობს უბრალოდ ინგუშებს ჩამოაჭრეს ტერიტორია და დაარქვეს ჩრდილოეთ ოსეთი და სამხრეთ ოსეთი ეს საერთოდ მეზღაპრის სიტყვებია, სამაჩაბლო ასე ქვია ამ ქართულ მხარეს, თქვენ არ დანებდეთ და როგორც აქამდე ეცემოდნენ იმპერიები საქართველოს გარშემო ისევ ასე მოხდება ერთი წამითაც კი არ მეპარება ეჭვი.

осетинский Криминальный ансамбл танца "Алан" и Оккупированные грузинский танец "ACHARULI"

ოკუპანტი ოსეთის აკადემიური ანსამბლ "ალანის" იუბილე მოსკოვში "ჩაიკოვსკის დარბაზში" ნახეთ როგორი ანშლაგია... სრულიად ქართული ცეკვები, კოსტუმები, მელოდიები და დამახინჯებული, გაუბედურებული, მიწასთან გასწორებული ქართული სული.... ამის ავტორი არის რუსეთის ფედერაცია... მათ თავის დედაქალაქში ჩამოჰყავთ ეს კავკასიური ჯიშის ქვეყნები და აცეკვებენ ქართულ ცეკვებს.... აბა ვინ მიხვდება რა სურთ ამითი ოკუპანტებს?! მე ვფიქრობ, რომ მათ ჩვენი ხელოვნების გაფანტვა სურთ კავკასიის მუსლიმთა ტომებში რომლებიც ითვლებიან რუსეთის ფედერაციაში, ამის მერე პირდაპირ ლამაზად მიიწერს რუსეთი თავის კულტურაში ჩვენს ამ ოქროს, რასაც ჰქვია ქართული ცეკვა... ერთხელაც მოსკოვში გამოძვრება ვიღაც რუსი ქორეოგრაფი უკან სახელმწიფოს მიზანმიმართული ფინანსებით და დადგავს კავკასიურ შოუს რომელშიც შევა ყველა ქართული ჯიშის ცეკვა, ამის მერე გააპიარებენ მსოფლიოში როგორ ადრინდელ რუსული ტომების ცეკვას და ამით დასრულდება ჩვენი ცეკვა-თამაში... არ შეგეპაროთ ეჭვი! აფხაზეთი, ოსეთი და ა.შ... ყველაფერი წაიღეს და ეს გაუჭირდებათ? ამ ყველაფრის შემდეგ ომი ნამდვილად დამთავრებული იქნება.... ბოლო ბრძოლა მიდის და ეს დამერწმუნეთ დიდი ხანი იქნება და ბოლოს ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ.... ღმერთი არ დაუშვებს ასეთ შემოქმედებით ვანდალიზმს.... ყველა ერთად უნდა დავდგეთ დროა უკვე!" - წერს ქორეოგრაფი.