"გთხოვთ, გაავრცელეთ!" - პოეტი შალვა ბაკურაძე დაიკარგა
21:55:47     27-03-2017
პოეტ შალვა ბაკურაძეს მეგობრები მეორე დღეა ეძებენ, - ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას და დახმარებას ითხოვენ.
მათი თქმით, პოეტი ბოლოს 25 მარტს კინოთეატრ "ამირანთან" ნახეს, მას მერე ბაკურაძე კონტაქტზე აღარ გამოსულა. ხელოვანის მეგობრები მისი ბაკურაძის მეუღლის, თათია კოკაიას ნომერს: 593-32-01-38 ავრცელებენ.
"ყველას გთხოვთ, დაგვეხმაროთ შაკოს პოვნაში. გთხოვთ, გაავრცელეთ", - წერენ ისინი.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბოლოს მან სოციალურ ქსელში დაწერა სტატუსი: "მომაქციეთ ყურადღება, მსურს ვიყო ცოცხალი".