აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
14:35:34     27-03-2017
აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურის მოთხოვნას პატიმრობის შეფარდებაზე თავად ბრალდებულიც დაეთანხმა.
„არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს ეს ადამიანი, ნანობს მომხდარს და ურჩევნია, რომ არ იბრძოლოს, თავი არ იმართლოს, შესაბამისად იყოს პატიმრობაში“, - განაცხადა ადვოკატმა ლევან კვინიკაძემ.
თავის მხრივ, პროკურორმა აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება რამდენიმე გარემოების გამო იყო მოთხოვნილი, მათ შორის იქიდან, რომ ბრალდებულს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადებაში ედება ბრალი და შესაბამისად, არსებობს მიმალვის საფრთხე. პროკურორმა ასევე განმარტა, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეც, ვინაიდან თორნიკე ტუღუში ხშირად არვევევს მოძრაობის წესებს.
აღმაშენებლის ხეივანში გასულ კვირას მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 9 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მძიმედაა დაშავებული არასრულწლოვნის დედა.