„კასტელის“ კრიზისი - რატომ და რამდენად მოიშორა თემურ ჭყონიამ პრობლემური კომპანია?

  20:45:12     23-03-2017

ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ პრობლემური კომპანია „კასტელი“ გაყიდა. „კასტელი“, რომელიც ლუდს და და ლიმონათს აწარმოებს, სააქციო საზოგადოება „არგომ“ საბანკო კრედიტით იყიდა, რომლის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი, ვინმე ვასილ სულხანიშვილია. 

თუმცა, ბიზნესმენი თემურ ჭყონია კომპანიაში აქციონერის სტატუსით მაინც რჩება. 

„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, სულხანიშვილმა, ე.წ. პარტნიორებს საბანკო კრედიტის სახით 11 მილიონი ააღებინა, საიდანაც 8 მილიონი ჭყონიას მისცა, ხოლო 3 მილიონი საბრუნავ თანხად დაიტოვა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, სს „არგო“ 2017 წლის 20 იანვარს დარეგისტრირდა.

რეესტრის მონაცემებით, კომპანიის დირექტორი 24 თებერვლამდე ვახტანგ რუხაძე იყო.

24 თებერვლის მდგომარეობით კი, გენერალურ დირექტორად ვასილ სულხანიშვილი დაინიშნა. 

შემცირებები იწყება?

„კასტელი“ ბოლო დროს გაკოტრების პირას იყო. ბაზარზე, მისი წილი თითქმის ყოველწლიურად მცირდებოდა. კომპანია კონკურენციას ვერ უწევს ლიდერ „ზედაზენსა“ და „ნატახტარს“.

მეტიც, ექსპერტთა აზრით, „კასტელს“ სტატუს ქვოს შენარჩუნებაც კი გაუჭირდება, იქიდან გამომდინარე რომ მალე, ქართულ ბაზარზე, საქართველოში ჩამოსხმული „ჰეინეკენი“ გამოჩნდება.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის...

კომპანიის იმ თანამშრომლის თქმით, რომელიც საწარმოში დაფუძნების დღიდან მუშაობს, ახალი მენეჯმენტი შემცირებებს გეგმავს.

ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლებისათვის, სულხანიშვილის არაკვალიფიციური მიდგომები ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია.

ახალი მენჯმენტი მედიასთან ურთიერთობას ტყუილით იწყებს?

ჩვენ, ცხადია, დეტალების დაზუსტების მიზნით, ვასილ სულხანიშვილს დავუკავშირდით.

- ბატონო ვასილ, ჩვენთვის ცხნობილი გახდა, რომ თქვენ ჭყონიასგან იყიდეთ „კასტელი“. ადასტურებთ თუ არა ამ ინფორმაციას?

- მე ამის შესახებ პრესკონფერენციას გავმართავ და ყველაფერს გეტყვით.

- რა თანხად იყიდეთ კომპანია?

- დეტალების შესახებ ჩემიდან დაგიკავშირდებათ კომპეტენტური პირი დღესვე.

სულხანიშვილი შეგვპირდა რომ მალე „გადმოარეკინებდა კომპეტენტურ პირს“. თუმცა, „კომპეტენტურ პირს“ ამ მომენტამდე არ დაურეკავს.

რა ელოდება კომპანიას?

„კასტელის“ თანამშრომლები შიშობენ რომ კომპანიის საქმეები კიდევ უფრო უკან წავა. 

[I=2]„ეს საქმე რომ მომგებიანი ყოფილიყო, ერთერთი ყველაზე ჭკვიანი ბიზნესმენი „კასტელს“ არ გაყიდდა.

ბოლო დროს ყველა ვხედავდით რომ კომპანიაში პრობლემები იყო. გაყიდვები მცირდებოდა.

ამიტომ, ახლა, როცა „კასტელი“ გაიყიდა, ხოლო ბატონმა თემურმა, კომპანია, პირდაპირ რომ ვთქვათ, მოიშორა, უკეთესობის მოლოდინი არ გვაქვს“, - გვიყვება ქარხნის თანამშრომელი, რომელიც ჭყონიას წლებია იცნობს.