ლევან როსტოშვილს 8 წლით, ხოლო ლაშა კურტანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

  14:23:31     23-03-2017

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს 8 წლით, ხოლო მსახიობ ლაშა კურტანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ბრალდებულები ამ დრომდე გირაოს სანაცვლოდ იყვნენ გათავისუფლებულნი. 

როსტოშვილი და კურტანიძე 2016 წლის 6 მაისს დააკავეს. დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლით აღიძრა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.