უკრაინამ, ხარკოვთან საწყობების აფეთქების მიზეზად, რუსული დივერსია დაასახელა

  14:01:06     23-03-2017

უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეაში, საბრძოლო მასალების საწყობში ცეცხლი გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჭურვების ნაწილი აფეთქდა.

უკრაინის სამხედრო პროკურორის ცნობით, ხანძრის მიზეზი დივერსიაა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის, სტეპან პოლტორაკის ცნობით კი, აფეთქებასთან კავშირი შესაძლოა რუს სამხედროებს ჰქონდეთ.

ახლოსმდებარე ქალაქიდან და მიმდებარე სოფლებიდან დაახლოებით 20 000 ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ადგილზე სახანძრო ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.