ქუთაისში, 21 წლის ბიჭს თავში არმატურის ნაჭერი ჩაარტყეს და მას 17-მდე მოზარდი უმოწყალოდ სცემდა

  11:23:32     23-03-2017

საზარელი შემთხვევა მოხდა ქუთაისში.

"ქუთაისი თუდეის" ინფორმაციით, მე- 12 სკოლის მიმდებარე ტერიტორიასთან, 21 წლის ახალგაზრდას 17 -მდე მოზარდი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა მამაკაცი წიხლებით უმოწყალოდ ცემეს და თავში არმატურის ნაჭერი ჩაარტყეს. ამ დროისათვის, 21 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა.

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს