სამხედრო ამბოხი ბურკინა-ფასოში
10:16:55     19-04-2011
სამხედროებმა ბურკინა-ფასოში ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი რაიონები დაიკავეს. ქალაქ კაიას მცხოვრებთა თქმით, ქალაქში ყველა სკოლა დაიხურა იმის გამო, რომ ჯარისკაცები მთელი ღამის განმავლობაში ჰაერში ისროდნენ.
ამას გარდა, დედაქალაქის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ტენკოდოს მცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ ჯარისკაცები ჰაერში კვირასაც, მთელი ღამის განმავლობაში ისროდნენ, იპარავდნენ მობილურ ტელეფონებს და ბარებში უფასო სასმელს ითხოვდნენ.
ცნობილია, რომ გასულ კვირას, ბურკინა-ფასოს დედაქალაქში სამხედროებმა ანტისახელისუფლო, საპროტესტო აქცია დაიწყეს და ჰაერში ცეცხლი გახსნეს. ისინი სოციალური მოთხოვნებით გამოვიდნენ. უწესრიგობებმა ქვეყნის ქალაქების დიდი ნაწილი მოიცვა.